Monday, July 2, 2012
Monday, June 4, 2012
ზოგადი ცნობები ცხენებზე
ცხენი—ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი. ცხენები დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველები იყვნენ და განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში. ცხენი შინაური ცხოველია ის წარმოიშვა გარეული ცხენისაგან. საკვების მოპოვებისა და მტრისაგან თავდაცვის პირობების გავლენით ცხენს გამოუმუშავდა სწრაფი სირბილის უნარი. ცხენს აქვს გრძელი, წვრილი და ღონიერი ფეხები, რომლებიც მარტო ერთი კარგად განვითარებული თითით ბოლოვდება. თითი დაფარულია დიდი და მაგარი ჩლიქით. იმის გამო, რომ ცხენს ფეხზე მარტო ერთი თითი აქვს. შემცირებულია ფეხის ხახუნი ნიადაგზე. ეს კი უადვილებს ცხენს სწრაფ სირბილს. ცხენის შორეულ წინაპრებს თითების მეტი რაოდენობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, გაშლილ მშრალ ველებზე არსებობასთან შეგუების პროცესში თითების რაოდენობა თანდათან შეუმცირდათ. ახლაც ცხენს ფეხის ჩონჩხში შერჩენილი აქვს ორი ძალიან დაპატარავებული ძვალი, რომლებსაც გრიფელის ძვლები ეწოდება. მტრებისაგან თავდასაცავად მარტო სწრაფი სირბილის უნარი საკმარისი არ იქნებოდა, ცხენს რომ არ ჰქონოდა აგრეთვე მტრის მოახლოების შეტყობის უნარი.
ცხენს კარგი მხედველობა, სმენა და ყნოსვა აქვს. შედარებით გრძელ კისერზე მაღლა აწეული თავი საშუალებას აძლევს შორიდანვე დაინახოს მტერი. მაღლა აცქვეტილი ყურები და დიდი ნესტოები მოწმობენ ცხენის მახვილ სმენასა და ყნოსვას. ველის პირობებში წარმოშობილ ცხენს თავიდანვე აწუხებდნენ ბუზები და სხვა მწერები. მათ წინააღმდეგ ცხენს შეუძლია აამოძრაოს კანი და ამით დააფრთხოს მომაბეზრებელი მწერები. მწერების მოგერიებაში ცხენს ეხმარება გრძელი კუდიც. ცხენი ბალახის მჭამელი ცხოველია.მცენარეული საკვების შესაბამისად აგებულია მისი კბილები და კუჭ-ნაწლავიც. ცხენი არ ცოხნის საკვებს მან საძოვარზევე უნდა მოასწროს საკვების დაღეჭვა. ამიტომ ძალიან კარგად განვითარებული კბილები აქვს, რის გამოც მისი ყბებიც გრძელია: გრძელი ყბები კი ცხენის თავს წაგრძელებულ ფორმას აძლევს. ზედა და ქვედა ყბის წინა ნაწილში ექვს-ექვსი დიდი და წინ დახრილი მჭრელი კბილი აქვს. ამ მჭრელებით ცხენი ბალახს გლეჯს. ეშვები მხოლოდ ულაყს აქვს, მაგრამ ისინი ძალიან დაპატარავებულია. მჭრელების უკან ყბებზე უკბილო მანძილია, რომლის შემდეგ ორივე ყბის თითოეულ მხარეზე ექვსი ძირითადი კბილია. ძირითადი კბილები დიდია, მათი ზედაპირი ბრტყელია და მინანქრის ნაოჭებითაა დაფარული.ასეთი კბილების საშუალებით ცხენი ძალიან კარგად ღეჭავს ბალახს, თივას და სხვა მცენარეულ საკვებს. ცხენის კუჭი დიდი მოცულობისაა, მაგრამ მარტივი აგებულებისა, ე. ი. არ არის დაყოფილი, როგორც მცოხნელებში. სამაგიეროდ ცხენს გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვს, ვიდრე მცოხნელებს. ძნელად მოსანელებლი მცენარეული საკვები ნაწილობრივ ბრმა ნაწლავში განიცდის მონელებას.
ცხენები–მუსტანგი
ცხენის 20 ამდე სახეობას არსებობს ერთ -ერთი მათგანია არაბული ცხენი. არაბული ცხენი, საჯდომი ცხენის უძველესი ჯიში. მისი სამშობლოა არაბეთის ნახევარკუნძული, სადაც I ათასწლეულში, ხალხური სელექციის გზით იგი ცალკე ჯიშად ჩამოყალიბდა. შუა საუკუნეებში არაბული ცხენი ევროპაში შეიყვანეს და ადგილობრივი ცხენების გაუმჯობესებით მიიღეს მსუბუქი საკავალერიო ცხენი. აღმოსავლეთ ქვეყნებში მას საჯდომ ცხენად იყენებედნენ. არაბული ცხენის მონაწილეობით გამოყვანილია საჯდომი (ინგლისური წმინდასისხლიანი) და ჩორთმავალი (ორლოვის) ცხენის ჯიშები.
არაბული ცხენი ტანად მომცროა, მკვრივი კონსტრუქციისა, ღონიერ ფეხებს და მსუბუქად ადგამს. ფერად ლურჯაა, ქურანა ან თაფლა. განაზომი (სმ): სიმაღლე მინდაოში 150-152, ტანის ირიბი სიგრძე 149-150, გულმკერდის ირგვლისი 170-175, ნების ირგვლივი 18-19.
არაბული ცხენი ნაკლებმომთხოვნია და კარგად იტანს შორ მანძილზე გადარბენას. ჯიშში 3 ტიპს განასხვავებენ: ხადბანს, ქუჰეილანს და სიგლავს
მუსტანგი ( mustango), გაველურებული შინაური ცხენი. ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის პრერიებში. ადგილობრივი მოსახლეობა — ინდიელები — მუსტანგზე ნადირობა ხორცისა და ტყავისათვის, აგრეთვე მოსაშინაურებლად. მუსტანგების რაოდენობა XVIII საუკუნეში 4 მლნ. აღწევდა, XX საუკუნეში კი 20 ათასამდე შემცირდა და სულ უფრო მცირდება. შესანიშნავად ასახავს მუსტანგის ცხოვრებას ჩემი აზრით ანიმაციური ფილმი ”სპირიტი–პრერიების სული” მეგრული ცხენი, საჯდომ-სასაპალნე ჯიშის ცხენი. უხსოვარი დროიდან არის მოშენებული საქართველოს შავის ზღვის სანაპირო რაიონებში.
ტანად პატარაა, სიმაღლე (სმ-ობით) მინდაოში — 129, ტანის ირიბი სიგრძე — 139,5, გულმკერდი ირგვლივ — 145, ნების ირგვლივ — 16. აქვს კვადრატული ფორმა, საშუალოდ მასიური კორპუსი; ძვალმსხვილია, მშრალი და მაგარი კონსტიტუციისაა, კარგად აქვს განვითარებული კუნთოვანი სისტემა. ფერად წაბლაა, გვხვდება ლურჯა, იშვიათად ყორნისფერი, გამოირჩევა მუშაობის დიდი უნარით. მისი საპალნის მასაა 100-130 კგ — ცოცხალი მასის 35-40%. სელის დროს ფრთხილია, რის გამოც მშვიდად დადის როგორც მთაგორიან, ისე ჭაობიან ადგილებში. მუშაობის კარგი თვისებების, ადგილობრივი ბუნებრივ-კლიმატური პირობებთან შეგუების დიდი უნარის, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოზე გამოყენების ფართო შესაძლებლობის გამო საჭიროა მისი ხალასად მოშენება.
გამოყენებული ლიტერატურა
http://ka.wikipedia.org/wiki/მუსტანგი;
http://kupsika.com/2286-byebbbb.html
https://www.google.ge/search?client=opera&rls=en&q=%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98&oe=utf-8&channel=suggest&um=1&ie=UTF-8&hl=ka&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=KubMT5O4JrKQ4gSB1sHgDA&biw=1024&bih=654&sei=LubMT-T0BfTP4QT-2O2iDQ
http://en.wikipedia.org/wiki/Horse
Subscribe to:
Posts (Atom)